Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

                                                 

№ 10/29 - 01

09.03.2021

ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და  მეცნიერ-ხელმძღვანელების  დამტკიცების, ასევე დამტკიცებული მეცნიერ-ხელმძღვანელის ცვლილების შესახებ      

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემები და მეცნიერ-ხელმძღვანელები:

1.1. მაკა ღანიაშვილი  - “საქართველოს საპენსიო სისტემის ადეკვატურობისა და მდგრადობის შეფასება  COVID -19 პანდემიით გამოწვეული გლობალური ეკონომიკური შოკების პირობებში“.

            მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი   ემზარ ჯგერენაია

მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი   ნინო მიქიაშვილი

გიორგი გრიგალაშვილი - “მწარმოებლურობა და მასშტაბიდან უკუგების პოტენციალი მცირე საწარმოებში”.

            მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი   ეთერ ხარაიშვილი

გიორგი   კახაძე  -  „თამბაქოს პროდუქციის ღირებულების ჯაჭვის ეფექტიანი მოდელის ფორმირების პოტენციალი საქართველოში“.

            მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი   ეთერ ხარაიშვილი

ნესტან გაფრინდაშვილი - ,,გარემოსდაცვითი არასაბაზრო ეფექტების ეკონომიკური ღირებულების შეფასება და მისი გავლენა საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე’’.                  

            მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი  ია ნაცვლიშვილი

ირაკლი ბენდელიანი - ,,საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობები გლობალური გამოწვევების პირობებში“.

        მეცნიერ-ხელმძღვანელი  ასოცირებული პროფესორი შოთა შაბურიშვილი

ლევან ცეცხლაძე - ,,ფირმის ინტერნაციონალიზაციის გამოწვევები ევროკავშირის ბაზარზე (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაგალითზე)“.

        მეცნიერ-ხელმძღვანელი:  ასოცირებული  პროფესორი დავით სიხარულიძე

ალექსანდრე შულაია - ,,კროსკულტურული კომუნიკაციის რელიგიური მახასიათებლები საერთაშორისო ბიზნესში (ძირითადი მსოფლიო რელიგიების შედარებითი ანალიზის მაგალითზე)“.

        მეცნიერ-ხელმძღვანელი:  ასოცირებული  პროფესორი ლალი ხიხაძე

ივერი ახვლედიანი - ,,ფინანსური რეგულაციების გავლენის შეფასება საქართველოს საცალო ვაჭრობის სექტორზე”.

        მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული  პროფესორი უშანგი სამადაშვილი

ნათია ლომიძე - ,,ინოვაციური პროცესების გავლენა ფირმების კონკურენტუნარიანობაზე საქართველოში“.

        მეცნიერ-ხელმძღვანელი  ასოცირებული პროფესორი ხათუნა ბერიშვილი

გიორგი გელაშვილი,  „ინფლაციის თარგეთირების პოლიტიკის ძირითადი გამოწვევები საქართველოში“.

            მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი   მალხაზ ჩიქობავა

თეონა ომანაძე - „საგადასახადო პოლიტიკის ესტონური მოდელი და მისი გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე“. 

            მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი   მალხაზ ჩიქობავა

თამარ ბარბაქაძე - „სახელმწიფო ვალის მდგრადობის გავლენა საქართველოს  მაკროეკონომიკურ გარემოზე“.

            მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი   ნაზირა კაკულია

ბესარიონ სიორდია - „სასწავლო ემიგრაციდან დაბრუნებულთა დასაქმება საქართველოში“.

            მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი   მანანა ლობჟანიძე

გიორგი შავრეშიანი  - „კერძო სექტორის განვითარების მაკროეკონომიკური რეგულირების მიმართულებები საქართველოში“.

            მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი   გივი ბედიანაშვილი      

ნუგზარ ფაღავა - „ეროვნული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლების ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოში“

            მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული  პროფესორი  ეკა ლეკაშვილი

ირაკლი ჩხარტიშვილი - „მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობა საქართველოს საბანკო სექტორში“.

            მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული  პროფესორი  ირინა გოგორიშვილი

2. დოქტორანტ რატი მექვაბიშვილს, მეცნიერ-ხელმძღვანელის - ასოცირებული პროფესორის ინგა ბალარჯიშვილის ნაცვლად, დაენიშნოს ასოცირებული პროფესორი მარინე ნაცვალაძე და პროფესორი კრის სტარმერი.

სადისერტაციო  თემა: „სახელმწიფო ინსტიტუტების როლი  პროსოციალური ქცევის და ეფექტიანი ეკონომიკური ურთიერთობების ფორმირებაში“

3. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

4. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი     პროფესორი     გიორგი ღაღანიძე